ვებ დიზაინის ონლაინ სტუდია

სტუდია მუშაობს მხოლოდ მოსწავლეთა online ჯგუფებთან: თითოეულ ჯგუფში 4-6 მოსწავლეა. სწავლება მიმდინარეობს ვიდეო გაკვეთილების სახით.

ერთი გაკვეთილის (აკადემიური საათის) ხანგრძლივობა 40-50 წუთია და ტარდება სკოლის გაკვეთილის მსგავსად: დავალების შემოწმება, კითხვა/პასუხი განვლილი მასალის გარშემო, ახალი მასალის ახსნა, დავალების გაცემა...

ონლაინ ვიდეო გაკვეთილები მესენჯერის დახმარებით არის შესაძლებელი.

ვიყენებთ ოთხ პოპულარულ მესენჯერს:

მასწავლებლის სამუშაო ოთახი (საკლასო ოთახი) აღჭურვილია მიკროფონით, ვიდეო კამერით, დაფით, კომპიუტერებით და ყველა იმ ტექნიკური საშუალებით, რაც საჭიროა მაღალი ხარისხის გაკვეთილის ჩასატარებლად.

ვიდეო გაკვეთილს ჩვენ არ ვიწერთ, თუმცა თქვენ შეგიძლიათ ჩაიწეროთ და შემდეგ განმეორებით მოუსმინოთ.

ონლაინ შეხვედრა კვირაში ორჯერ საკმარისია, დანარჩენ დროს ვებ საიტი დაგეხმარებათ.

ჩვენი სასწავლო საიტი მარტივია, არ გაგიჭირდებათ მასალის მოძიება. თეორიული მასალა გაჯერებულია პრაქტიკული მაგალითებით, იქვეა მაგალითების კოდები. მაგალითის კოდი შეგიძლიათ ჩატვირთოთ (უნდა ჩატვირთოთ) თქვენს კომპიუტერში, შემდეგ ნებისმიერად შეცვალოთ და ექსპერიმენტები დამოუკიდებლად ჩაატაროთ.

გისურვებთ წარმატებებს