ონლაინ სტუდიაში სასწავლებლად მიიღებიან მსურველები 12 წლის ასაკიდან.
სწავლის დასაწყებად არ არის საჭირო რაიმე სპეციალური ცოდნა. მსურველი საბაზო ინგლისურის გარდა, ელემენტარულ დონეზე მაინც უნდა იცნობდეს ოპერაციულ სისტემას Windows ან Android, უნდა ქონდეს ვებ ბრაუზერთან და მესენჯერთან ურთიერთობის მცირეოდენი გამოცდილება.
არა გაქვთ კომპიუტერი? არ არის პრობლემა - საიტი ოპტიმიზებულია მობილურ გაჯეტებთან (პლანშეტი, სმარტფონი) სამუშაოდ. სახელმძღვანელოში მოყვანილი მაგალითების შექმნა და ტესტირება მხოლოდ სმარტფონის საშუალებითაც კი შეიძლება :)
დაგჭირდებათ მხოლოდ ინტერნეტი და თავისუფალი დრო: კვირში ორი საათი ონლაინ გაკვეთილისთვის და კიდევ რამდენიმე საათი დამოუკიდებელი სამუშაოს შესასრულებლად.