ვებ დიზაინის ონლაინ სტუდია

სტუდიის დაფუძნებიდან დღემდე ვასწავლით ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და პროგრამირებას.

ათასწლეულების მიჯნაზე ვასწავლიდით პროგრამირების ენებს:

2003 წელს დაიწერა უნიკალური ქართული სახელმძღვანელო:

ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად შეიქმნა სახელმძღვანელოები:

ამჟამად საიტზე განთავსებულია მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო: ვებ დიზაინის საფუძვლები HTML და მთელი საიტი წარმოადგენს სახელმძღვანელოს ონლაინ ვერსიას.

სახელმძღვანელოში დაწვრილებით არის განხილული ჰიპერტექსტის აღწერის ენა HTML და სტილთა კასკადური ცხრილები CSS.

სახელმძღვანელო პირობითად დაყოფილია ორ ნაწილად.

პირველი ნაწილი - beginner დონე.

პირველ ნაწილში განხილულია ვებ დიზაინის საფუძვლები: HTML დოკუმენტის სტრუქტურა, ტექსტის გაფორმების ტექნოლოგიები, გრაფიკა და ა.შ.

მეორე ნაწილი - intermediate დონე.

მეორე ნაწილი მთლიანად ეთმობა სტილთა კასკადურ ცხრილებს CSS.

ონლაინ მასალის წარმატებით ათვისების შემდეგ შეძლებთ მარტივი ვებ საიტების დამზადებას და მზად იქნებით სწავლა განაგრძოთ უმაღლეს სასწავლებელში IT მიმართულებით.